მედიის ცნობით, რუსეთში „ვაგნერის“ ამბოხის შედეგად დაზიანდა გზები, დაიბომბა შენობები, რუსულმა არმიამ დაკარგა რამდენიმე ვერტმფრენი და თვითმფრინავი
მედიის ცნობით, რუსეთში „ვაგნერის“ ამბოხის შედეგად დაზიანდა გზები, დაიბომბა შენობები, რუსულმა არმიამ დაკარგა რამდენიმე ვერტმფრენი და თვითმფრინავი

რუსული მედიის ცნობით, რუსეთში სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ამბოხის შედეგად დაზიანდა გზები, დაიბომბა შენობები, განადგურდა 19 სახლი.

როგორც მედია წერს, რუსულმა არმიამ ასევე დაკარგა რამდენიმე ვერტმფრენი და თვითმფრინავი.

რუსული მედიის ინფორმაციით, დონის როსტოვში ტექნიკამ 10 ათასი კვადრატული მეტრი გზის საფარი დააზიანა, მათ შორის ყველაზე მეტად დაზიანებულია ბუდიონოვსკის პროსპექტის საავტომობილო გზა. ქალაქის მერის, ალექსეი ლოგვინენკოს თქმით, აღნიშნული პრობლემა მალე მოგვარდება.

ამასთან, პავლოვსკის რაიონის ხელმძღვანელის, მაქსიმ იანცოვის ცნობით, ვორონეჟის ოლქის სოფელ ელიზავეტოვკაში 19 სახლი დაზიანდა. სახლების დაზიანების ხარისხი უცნობია.

როგორც მედია წერს, ლიპეცკის რაიონში დაზიანებულია მაგისტრალებიც, ხელისუფლება გზების ხელახალ დაგებას გეგმავს.