მედიის ცნობით, რუსეთში 1 300-მდე ექიმმა ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შეწყვეტის მოთხოვნით, ღია წერილით მიმართა
მედიის ცნობით, რუსეთში 1 300-მდე ექიმმა ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შეწყვეტის მოთხოვნით, ღია წერილით მიმართა

რუსეთში 1 300-მდე ექიმმა ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შეწყვეტის მოთხოვნით, ღია წერილით მიმართა.

ინფორმაცია უკრაინულ მედიაში გავრცელდა.

„ომი ბევრ სიცოცხლეს შეიწირავს, იმდენს, რომ ჩვენ მთელი ძალისხმევითაც კი, ვერ მოვახერხებთ დახმარებას. ტკივილისგან ყვირილი, დედების მოწოდება, ყველა იქნება ერთ ენაზე. რა კეთილი მიზნებითაც არ უნდა გამართლდეს სასიკვდილო იარაღის გამოყენება, ის მაინც სასიკვდილო იარაღად რჩება, რომელიც იწვევს ტკივილს და ტანჯვას“, – ნათქვამია მედპერსონალის ღია წერილში.