მედიის ცნობით, რუსეთმა ქალაქ კრამატორსკზე საჰაერო იერიში განახორციელა, რა დროსაც რაკეტა ხალხმრავალ რესტორანს დაეცა
მედიის ცნობით, რუსეთმა ქალაქ კრამატორსკზე საჰაერო იერიში განახორციელა, რა დროსაც რაკეტა ხალხმრავალ რესტორანს დაეცა

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კრამატორსკზე, რაკეტა ხალხმრავალ რესტორანს დაეცა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მედიის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახურები.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 18 და დაღუპულია ორი ადამიანი.

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კადრებსა და ფოტოებზე ჩანს ნანგრევებით გარშემორტყმული შენობები.

„ჩვენ ახლა ვმუშაობთ ქალაქში დაჭრილთა და შესაძლო დაღუპულთა რაოდენობის დასადგენად. ეს არის ქალაქის ცენტრი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი. რესტორანი, რომელიც გადაჭედილი იყო მშვიდობიანი მოქალაქეებით“, – განაცხადა რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ.