მედიის ცნობით, რუსეთმა კიევსა და რამდენიმე სხვა ქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დაშავებულია, სულ მცირე, ექვსი ადამიანი
მედიის ცნობით, რუსეთმა კიევსა და რამდენიმე სხვა ქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დაშავებულია, სულ მცირე, ექვსი ადამიანი

რუსეთმა უკრაინის დედაქალაქსა და რამდენიმე სხვა ქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დაშავებულია, სულ მცირე, ექვსი ადამიანი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

კერძოდ, უკრაინის ქალაქ ლვოვში თავდასხმის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტი, საცხოვრებელი სახლები და კერძო მანქანები.

ამასთან, უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, დაზიანდა სკოლა.

„უკრაინაზე მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. მტერმა შეტევა განახორციელა უკრაინის დედაქალაქზე, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა მათგანის მოგერიება მოახერხა“, – განაცხადა კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ.