მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვი დაბომბეს
მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვი დაბომბეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი დაბომბეს. რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხარკოვის ოლქზე რუსმა სამხედროებმა ჰაერიდან მიიტანეს იერიში.

დაბომბვის შედეგად დაზიანებულია სამშობიარო პალატა, საბავშვო ბაღი და ათობით სახლი. ხარკოვის დაბომბვის შემდეგ საჰაერო განგაში უკრაინის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ოლქებშიც გამოცხადდა.

პარალელურად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს ქალაქ ხერსონზე. უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით რუსმა სამხედროებმა 33 რაკეტა ისროლეს.