მედიის ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი-როგის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა

14:21, 23.06.2026

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი-როგის დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინული მედიის თანახმად, რუსეთის არმიამ ქალაქის დასაბომბად ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. დაშავებულთა შორის ხუთი მძიმე მდგომარეობაშია.

კრივოი-როგის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, ალექსანდრ ვილკული აცხადებს, რომ სამიზნე გახდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი.

მსგავსი