მედიის ცნობით, რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად, უკრაინაში დაიღუპა სულ მცირე შვიდი და დაშავდა 36 ადამიანი
მედიის ცნობით, რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად, უკრაინაში დაიღუპა სულ მცირე შვიდი და დაშავდა 36 ადამიანი

რუსეთის მიერ უკრაინაზე 23 ნოემბერს განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათგან  ოთხი — ვიშეგოროდის რაიონში. დაშავებულია 36 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მხოლოდ საჰაერო სისტემებით, რუსეთმა 70-მდე რაკეტა გაუშვა, აქედან 30 — კიევის მიმართულებით. უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა 51 მათგანი გააუვნებელყვეს, ასევე ჩამოაგდეს ხუთი „კამიკაძე“ დრონი.

თავდასხმის შედეგად, უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშე დარჩა. მათ შორის, კიევში, ლვოვსა და ოდესაში. ამ დროისთვის საჰაერო განგაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხსნილია.