მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა კუპიანსკის რაიონი დაბომბეს, დაღუპულია ორი ადამიანი

15:01, 26.08.2023

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა კუპიანსკის რაიონი დაბომბეს. დაღუპულია ორი ადამიანი, ერთი კი დაშავდა.

ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ოკუპანტებმა კუპიანსკის რაიონში, სოფელი პოდილი დაბომბეს. ჭურვი ერთ-ერთ კაფეს დაეცა.

მსგავსი