მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა კრივოი როგზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

12:30, 22.08.2023

უკრაინის ქალაქ კრივოი როგში აფეთქება მოხდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა რუსული რაკეტებით განხორციელდა.

აფეთქების შესახებ ინფორმაციას კრივოი როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

შედეგად, დაშავდა ერთი პირი და დაზიანდა  ოცი სახლი. რამდენიმე ქუჩაზე დროებით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც.

მსგავსი