მედიის ცნობით, რუსეთის ძალების მიერ ხარკოვზე დრონებით იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზარში, დაზიანდა ან დაიწვა 100-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი
ღამით რუსეთის ძალებმა ხარკოვზე დრონებით მასირებული იერიში მიიტანეს. ადგილობრივი ხელისუფლება ოთხი დაშავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, ორი საათის განმავლობაში ქალაქის ოთხ რაიონში რვა ლოკაციაზე „შაჰედის“ დრონებით 20 დარტყმა განხორციელდა.
ერთ-ერთი დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ქალაქის ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზარში. დაზიანდა ან დაიწვა 100-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი. ხარკოვზე თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანებულია კერძო სახლები.