მედიის ცნობით, რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები დაბომბა
მედიის ცნობით, რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები დაბომბა

რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები დაბომბა. უკრაინული მედიის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალების მოქმედებები სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონი ოთხი „ეს-300”-ისა და „ეს-400”-ის სისტემის საზენიტო მართვადი რაკეტით, ასევე უპილოტო აპარატებით ყირიმიდან დაბომბეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული უპილოტო აპარატები დნეპროპეტროვკის, ოდესისა და ხერსონის რეგიონებში ჩამოგდეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებით, მძიმე ზეწოლის ქვეშ მყოფ უკრაინულ ძალებს, შესაძლოა, მოუწიოთ უკან დახევა, რათა უზრუნველყონ თავიანთი ფრონტის ხაზის დაცვა და საბრძოლო მასალის შენარჩუნება. ზელენსკის თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ შეერთებული შტატები უკრაინას საჭირო სამხედრო დახმარებას არ გაუწევს.