მედიის ცნობით, რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი რეგიონული სამხედრო დაჯგუფების შევსების პროცესი გრძელდება 
მედიის ცნობით, რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი რეგიონული სამხედრო დაჯგუფების შევსების პროცესი გრძელდება 

რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი რეგიონული სამხედრო დაჯგუფების შევსების პროცესი გრძელდება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ინფორმაციას ადასტურებს ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო. მინსკში განაცხადეს, რომ ბელარუსში კვლავაც ჩადის რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო და სპეციალური ტექნიკა, შეიარაღება და პირადი შემადგენლობაც.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთ-ბელარუსის სამხედრო დაჯგუფების შევსების კვალდაკვალ დაგეგმილია ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებაც, მათ შორის ავიაციის მონაწილეობით.

ბელარუსის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე ერთობლივი რეგიონული სამხედრო დაჯგუფების შექმნის გადაწყვეტილება მიღებულია რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს თავდაცვის გასაძლიერებლად.