მედიის ცნობით, რომში უკრაინის აღდგენის კონფერენციას კიტ კელოგი დაესწრება
10-11 ივლისს რომში, უკრაინის აღდგენის კონფერენციას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი დაესწრება.
აღნიშნულის შესახებ Kyiv Post-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
კონფერენციას ასევე დაესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და სხვა ლიდერები. ამ დროისთვის უცნობია, კელოგის გარდა, დაესწრება თუ არა კონფერენციას ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენელი.
უკრაინის აღდგენის კონფერენციას იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უმასპინძლებს.