მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და მოსახლეობას ეკონომიკის ზრდასა და ინფლაციის შემცირებას დაჰპირდა
მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და მოსახლეობას ეკონომიკის ზრდასა და ინფლაციის შემცირებას დაჰპირდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, კამპანიის ფარგლებში ერდოღანი მოსახლეობას ეკონომიკის ზრდასა და ინფლაციის ერთნიშნა რიცხვამდე დაყვანას დაჰპირდა.

„სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის საარჩევნო პროგრამის მიხედვით, 2023-2028 წლებში წლიური ეკონომიკური ზრდა 5,5% იქნება.

მედიის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის მხარდაჭერა ლირის კურსის დაცემისა და ინფლაციის მკვეთრი ზრდის ფონზე საგრძნობლად შემცირდა.

შეგახსენებთ, 14 მაისს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი ოპოზიციური ალიანსის მთავარ კანდიდატს, ქემალ კილიჩდაროღლუს დაუპირისპირდება. მედიის ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევის თანახმად, კილიჩდაროღლუს გამოკითხულთა 42,6% უჭერს მხარს, ხოლო ერდოღანს – 41,1%.