მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მესამე დღეა, დაგეგმილ საარჩევნო ღონისძიებებში არ მონაწილეობს, ქალაქ ადანაში, დღევანდელ ცერემონიალში დისტანციურად ჩაერთვება
მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მესამე დღეა, დაგეგმილ საარჩევნო ღონისძიებებში არ მონაწილეობს, ქალაქ ადანაში, დღევანდელ ცერემონიალში დისტანციურად ჩაერთვება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მესამე დღეა, დაგეგმილ საარჩევნო ღონისძიებებში არ მონაწილეობს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს ქალაქ ადანაში უნდა ჩასულიყო, რათა ახალი ხიდი გაეხსნა, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, ის ცერემონიალში ვიდეოხიდით ჩაერთვება.

ერდოღანის მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლა გაუქმდა 26 და 27 აპრილსაც. თურქეთის პრეზიდენტი 25 აპრილს სატელევიზიო ინტერვიუს დროს შეუძლოდ გახდა. მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ერდოღანს ინფექციური გასტროენტერიტი აღენიშნება.

მანამდე თურქეთის ლიდერი წინსაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობადა და თურქეთის არაერთ რეგიონში ჩავიდა. თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება.