რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 აგვისტოს სოჭში ვლადიმერ პუტინს შეხვდება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 აგვისტოს სოჭში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 აგვისტოს ერთდღიანი ვიზიტით რუსეთში ჩავა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სოჭში შეხვდება.

დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.