მედიის ცნობით, ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად ლიბიაში, სულ მცირე, 2 000 ადამიანი დაიღუპა
მედიის ცნობით, ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად ლიბიაში, სულ მცირე, 2 000 ადამიანი დაიღუპა

ძლიერი ქარიშხალისა და წყალდიდობის შედეგად ლიბიაში, სულ მცირე, 2 000 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიბიის აღმოსავლეთის მთავრობის მეთაურმა, ოსამა ჰამადმა განაცხადა, რომ 2 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სანაპირო ქალაქ დერნაში, ათასობით ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

ქარიშხალმა „დანიელმა“ გაანადგურა ათასობით შენობა დერნაში, დააზიანა სანაპიროზე მდებარე სხვა დასახლებებიც, მათ შორის, ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქი ბენღაზი.

ლიბიის აღმოსავლეთში დაფუძნებულმა პარლამენტმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.