მედიის ცნობით, პოლონეთში რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ მოქმედი ექვსი ჯაშუში დააკავეს

22:54, 15.03.2023

პოლონეთში დააკავეს რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ მოქმედი ექვსი ჯაშუში, რომლებიც რკინიგზაზე სათვალთვალო კამერებს ამონტაჟებდნენ. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

საუბარია სარკინიგზო ხაზებზე, რომელიც ჟეშუვის აეროპორტის მახლობლად მდებარეობს და უკრაინაში სამხედრო ტვირთების მისაწოდებლად ერთ-ერთ მნიშვნელოვან კვანძს წარმოადგენს.

თავად ჟეშუვის აეროპორტი ამერიკული „პეტრიოტის“ სისტემებით არის დაცული.

ადგილობრივი რადიოს ცნობით, დაკავებული პირები აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.

მსგავსი