მედიის ცნობით, პოლონეთში ოპოზიციურმა პარტიებმა კოალიციის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
მედიის ცნობით, პოლონეთში ოპოზიციურმა პარტიებმა კოალიციის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

მედიის ინფორმაციით, პოლონეთის ოპოზიციურმა პარტიებმა კოალიციის შექმნის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

„ჩვენ მზად ვართ, მოვახდინოთ კოალიციური შეთანხმების ტექსტის პარაფირება, რომელიც მოგვცემს სახელმძღვანელოების კომპლექტს და რეკომენდაციებს ჩვენი სამუშაოსთვის, როგორც კი პრეზიდენტისგან ამის შესაძლებლობას მივიღებთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, დონალდ ტუსკმა.

პოლონეთში კოალიციას შექმნიან პარტიები: „სამოქალაქო კოალიცია“, „პოლონეთი 2050“, „პოლონეთის სახალხო პარტია“ და „ახალი მემარცხენეები“. მიმდინარე წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ამ პარტიებმა ერთობლივად უმრავლესობა მოიპოვეს.