მედიის ცნობით, პოლონეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგების 66 პროცენტი დათვლილია და შესაძლოა, მმართველმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა ვერ მოიპოვოს

18:40, 16.10.2023

პოლონეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგების 66 პროცენტი დათვლილია. ამ მონაცემების მიხედვით, შესაძლოა, მმართველ პარტიას, რომელიც მიმდინარე არჩევნებში ლიდერობს, პარლამენტში უმრავლესობა არ ჰქონდეს. წინასწარი მონაცემების მიხედვით, მმართველ პარტიას, „კანონი და სამართალი“, პარლამენტში 196 დეპუტატი ეყოლება.

ასეთი შედეგი ნიშნავს, რომ გაერთიანებულ სამ პარტიას, რომლებიც ამ დროის მონაცემებით, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილს იკავებენ, სავარაუდოდ, ექნებათ მანდატების უმრავლესობა პოლონეთის 460-ადგილიან პარლამენტში.

შეგახსენებთ, რომ მონაცემების მიხედვით, მეორე ადგილს პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში დონალდ ტუსკის, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“ იკავებს 28.6 პროცენტით. მესამე და მეოთხე ადგილს კი პარტია „მესამე გზა“- 14.4 პროცენტით და „მემარცხენეები“ 8.3 პროცენტით იკავებენ.

მსგავსი