მედიის ცნობით, პოლონეთის კოალიციური მთავრობა შესაძლოა, დაიშალოს
მედიის ცნობით, პოლონეთის კოალიციური მთავრობა შესაძლოა, დაიშალოს

პოლონეთის კოალიციური მთავრობა შესაძლოა, დაიშალოს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, საპარლამენტო კოალიციაში უთანხმოება ქვეყნის მმართველი პარტიის ლიდერ იაროსლავ კაჩინსკის მიერ ცხოველების უფლებათა დაცვის შესახებ წამოყენებულ კანონპროექტს მოჰყვა.

კოალიციის წევრმა პარტიებმა კაჩინსკის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, თუმცა პარლამენტმა კანონმდებლობა ლიბერალური ოპოზიციის მხარდაჭერის დახმარებით მაინც მიიღო.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, „კანონი და სამართალის“ წარმომადგენლების თქმით, მომხდარის გამო, ამ მომენტისთვის ქვეყანაში საპარლამენტო კოალიცია თითქმის აღარ არსებობს.