მედიის ცნობით, პოლონეთის და უკრაინის პრემიერ-მინისტრების სატელეფონო საუბრის შემდეგ რადას გვერდიდან სტეპან ბანდერას დაბადების დღესთან დაკავშირებული ინფორმაცია წაიშალა
LVIV, UKRAINE - JANUARY 1: People attend the commemoration of the anniversary of the birth of Stepan Bandera in Lviv, Ukraine on January 1, 2023. Stepan Bandera is a Ukrainian political figure, revolutionary, practitioners and theorists of the Ukrainian nationalist movement of the 20th century. During World War II, he was one of the authors of the Act of Restoration of the Ukrainian State on June 30, 1941. On October 15, 1959, he was killed in Munich. Pavlo Palamarchuk / Anadolu Agency/ABACAPRESS.COM Dostawca: PAP/Abaca
პოლონეთისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების სატელეფონო საუბრის შემდეგ რადას გვერდიდან სტეპან ბანდერას დაბადების დღესთან დაკავშირებული ინფორმაცია წაიშალა. ამის შესახებ მედია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
პოლონეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, უკრაინამ ვარშავის ხმა შეისმინა და ბანდერას დაბადებიდან 114 წლისთავის შესახებ განცხადება წაშალა.
„მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ სტეპან ბანდერას, უკრაინელი ნაციონალისტების იდეოლოგის, რომელმაც ვოლინში ათიათასობით პოლონელი მოკლა, განდიდება მიუღებელია პოლონეთის სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არკადიუშ მულარჩიკმა.
მულარჩიკის თქმით, უკრაინელებმა უნდა იცოდნენ, რომ იმას, რასაც ახლა პოლონეთის მთავრობა და პოლონელები აკეთებენ, გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინისთვის.
2 იანვარს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურ გვერდებზე სტეპან ბანდერას „განდიდების“ საკითხს განიხილავს.