მედიის ცნობით, პოლონეთი არ გეგმავს მიიღოს ის რუსები, რომლებიც მობილიზაციას გაურბიან
მედიის ცნობით, პოლონეთი არ გეგმავს მიიღოს ის რუსები, რომლებიც მობილიზაციას გაურბიან

პოლონეთი არ გეგმავს ქვეყანაში მიიღოს ის რუსები, რომლებიც სამხედრო მობილიზაციას გაურბიან. მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის უფროსმა მიხალ დვორჩიკმა განაცხადა.

დვორჩიკმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პოლონეთი არ ხურავს საზღვრებს პოლიტიკური შეხედულებების ან ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის გამო რეპრესირებული პირებისთვის.

„მეორეს მხრივ, ჩვენ არ ვგეგმავთ რუსეთის მოქალაქეების მიღებას, რომლებიც აქამდე მხარს უჭერდნენ ვლადიმერ პუტინის რეჟიმს და ახლა, როდესაც მოულოდნელად გამოჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ მათ შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ამ რეჟიმს, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ აღმოჩნდნენ ფრონტზე, ისინი უცებ დიდი დემოკრატები გახდნენ და რუსეთის დატოვებას გეგმავენ. ეჭვგარეშეა, ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ასეთ ადამიანებს“, – განაცხადა დვორჩიკმა.