მედიის ცნობით, პალესტინის ქალაქ იერიქონში ებრაული წარმოშობის აშშ-ის მოქალაქე მოკლეს
მედიის ცნობით, პალესტინის ქალაქ იერიქონში ებრაული წარმოშობის აშშ-ის მოქალაქე მოკლეს

პალესტინის ქალაქ იერიქონში ებრაული წარმოშობის აშშ-ის მოქალაქე მოკლეს.

„როიტერის“ ინფორმაციით, თავდასხმა საავტომობილო გზაზე მოხდა, რა დროსაც აშშ-ის მოქალაქის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ინციდენტს რამდენიმე საათით ადრე არეულობა უძღოდა წინ. გავრცელებული ცნობით, პალესტინელებმა ებრაულ დასახლებებში ორი პირი მოკლეს, რის შემდეგაც ისრაელის მოქალაქეები თავს დაესხნენ პალესტინურ სოფლებს და ათობით ავტომობილი და საცხოვრებელი სახლი გადაწვეს.