მედიის ცნობით, პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრად მუჰამედ მუსტაფა დაინიშნა
მედიის ცნობით, პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრად მუჰამედ მუსტაფა დაინიშნა

პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაჰმუდ აბასმა პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრად მუჰამედ მუსტაფა დანიშნა. მუჰამედ მუსტაფამ აღნიშნულ თანამდებობაზე მუჰამედ შტაიე შეცვალა.

მედიის ცნობით, ახალ პრემიერ-მინისტრს დაევალა ღაზის სექტორის დახმარება და აღდგენა, ასევე პალესტინის ხელისუფლების ინსტიტუტების რეფორმირება.

შეგახსენებთ, მუჰამედ შტაიემ პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 26 თებერვალს განაცხადა.