მედიის ცნობით, პაკისტანში უცნობი დაჯგუფების თავდასხმას, სულ მცირე, 12 პოლიციელი ემსხვერპლა
პაკისტანში უცნობი დაჯგუფების თავდასხმას, სულ მცირე, 12 პოლიციელი ემსხვერპლა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ადგილობრივი სამაშველო ჯგუფების ინფორმაციით, თავდასხმა ავღანეთის საზღვართან ახლოს, ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის კოჰატის რეგიონში მოხდა.
პაკისტანის პოლიციის განცხადებით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.
მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ამ დროისთვის ჯერ არცერთ ორგანიზაციას არ აუღია.
მედია ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა, თავდასხმის უკან პაკისტანის „თალიბანი“, იგივე „ტეჰრიკ-ე-თალიბანი“ იდგეს.