მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 244 ადამიანს, მათგან 29-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 89 პაციენტი, 23 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 234 ადამიანი.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 360 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 14 737 პირი.