მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 175 ადამიანს, მათგან 20-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ხუთ კოვიდცენტრში 104 პაციენტი მკურნალობს, 25 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 165 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 230 და გამოჯანმრთელდა 14 360 პაციენტი.