მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 249 ადამიანს, მათგან კორონავირუსი 34-ს დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ხუთ კოვიდცენტრში 79 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, 11 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 216 პაციენტი.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 576 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 070 პაციენტი.