მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 203 ადამიანს, მათგან 24-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 89 ინფიცირებული პაციენტი, 10 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 669 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 217 და გამოჯანმრთელდა 13 163 პაციენტი.