მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 176 ადამიანს, მათგან 22-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ხუთ კოვიდცენტრში 109 პაციენტი მკურნალობს, 33 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით სულ გარდაიცვალა 226 პაციენტი.

პანდემიის პერიოდში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 006 შემთხვევა დაფიქსირდა და 14 025 პაციენტი გამოჯანმრთელდა.