მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ორ დღეში კორონავირუსის 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი  პაციენტი კი გარდაიცვალა
მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ორ დღეში კორონავირუსის 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 323 პირს, მათგან 60-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მათივე ცნობით, ხუთ კოვიდცენტრში ამ დროისთვის 85 ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან 21-ის მდგომარეობა მძიმეა. ამასთან, ბოლო ორი დღის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 15 445 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 14 854 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 236 კი გარდაიცვალა.