ნიუ იორკში, პალესტინელთა მხარდამჭერ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

09:29, 26.12.2023

ნიუ იორკის ქუჩებში პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა. დემონსტრაციას ასობით ადამიანი შეუერთდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სურთ ცეცხლის შეწყვეტა.

„ყველაფერი, რაც საშობაოდ გვინდა, არის ცეცხლის შეწყვეტა ახლა“, – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, საპროტესტო აქციების დროს რამდენიმე პირი დააკავეს. ამასთან, მსუბუქი დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა პოლიციელმა.

 

მსგავსი