მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა არმენ გრიგორიანი უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა
მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა არმენ გრიგორიანი უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არმენ გრიგორიანი უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა.

აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ნიუსამს“ სომხეთის მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს.

მანამდე მიღებული გადაწყვეტილებით, გრიგორიანი გათავისუფლდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტიდან.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე არმენ გრიგორიანი უკვე იკავებდა უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს.