მედიის ცნობით, მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, ისმოდა აფეთქებების ხმები
მედიის ცნობით, მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, ისმოდა აფეთქებების ხმები.
რუსეთის დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, 15 დეკემბრის ღამეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 15 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლეს.
დრონების შეტევის გამო დროებით შეჩერებული იყო დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტების მუშაობა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 15 დეკემბერს რუსეთის სხვადასხვა რეგიონში 130 დრონი ჩამოაგდეს.