მედიის ცნობით, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგზე დრონებით იერიში განხორციელდა

22:44, 23.08.2025

მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგზე დრონებით იერიში განხორციელდა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, საჰაერო-თავდაცვითმა სისტემამ უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალა.

თავდასხმის საფრთხის გამო დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა პულკოვოს აეროპორტმა, რის გამოც ათობით ავიარეისი გადაიდო.

სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორის თქმით, ჩამოგდებულია, სულ მცირე, ორი დრონი.

მსგავსი