მონღოლეთის დედაქალაქში ბუნებრივი აირით დატვირთული სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მეხანძრე
მონღოლეთის დედაქალაქში ბუნებრივი აირით დატვირთული სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მეხანძრე

მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მეხანძრე, 11 კი დაშავდა.

„სამწუხაროდ, შემთხვევის შედეგად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა ეროვნული სახანძრო-სამაშველო სამსახურის 63-ე სახანძრო-სამაშველო განყოფილების სამი თანამშრომელი“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, სატვირთო მანქანას 60 ტონა თხევადი ბუნებრივი აირი გადაჰქონდა. მანქანის აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია და სწრაფად გავრცელდა მიმდებარე ტერიტორიაზე, დუნჯინგარავის ბაზრობასთან, ასევე შენობებზე, მათ შორის საცხოვრებელ კორპუსზე. ხანძრის ქრობის სამუშაოებში 600-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული.