მედიის ცნობით, მინსკის ცენტრში დემონსტრანტები ბარიკადების აგებას ცდილობენ
მინსკის ცენტრში დემონსტრანტები ბარიკადების აგებას ცდილობენ. ამის შესახებ „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო, ბელარუსის მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
პუშკინის სახელობის მეტროსადგურთან მდებარე კინოთეატრ „ავრორასთან“ შეკრებილი აქტივისტები ბარიკადებისთვის სხვადასხვა ნივთებს და მათ შორის, მშენებლობის ღობეებს იყენებენ.
ძალოვანები დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ როგორც ჯავშან, ისე სამშენებლო ტექნიკასაც.
მანამდე, პუშკინის მეტროსადგურთან სპეცრაზმელებმა ხალხს რეზინის ტყვიები ესროლეს. მოედანი კვამლში იყო გახვეული. აქციაზე 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
შეგახსნებთ, ბელარუსში აქციები მეორე დღეა, არ წყდება. დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბელარუსის ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოაცხადა, რომელთა მიხედვითაც, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა და მეექვსედ დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას.
Минск впечатляет https://t.co/1SUgXSIvY8 pic.twitter.com/xRp44JnaIK
— Илья Косыгин (@ilyakosygin) August 10, 2020
Пушкинская, вдалеке видно много людей, по ним стреляют и используют гранаты pic.twitter.com/0wOtmREtPH
— Чай з варэннем (@belteanews) August 10, 2020