მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც ევროპაში რამდენიმე მაღალჩინოსანმა მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე უარი თქვა, მან ტურნე გააუქმა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ევროპული ტურნე გააუქმა მას შემდეგ, რაც ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროკავშირის რამდენიმე მაღალჩინოსანმა მასთან შეხვედრაზე უარი თქვეს.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიასაშუალება წერს, რომ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ლუქსემბურგში თავდაპირველად დაგეგმილი ვიზიტი გაუქმდა, თუმცა დეტალები არ განუმარტავთ.
თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპაში ვიზიტების გაუქმება ხელისუფების გადაბარებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს დაუკავშირა.
13-14 იანვარს მაიკ პომპეოს ბრიუსელში ჰქონდა ვიზიტი დაგეგმილი, სადაც ის ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს, სოფი ვილმეს უნდა შეხვედროდა.