მედიის ცნობით, „მარცვლეულის შეთანხმების“ ფარგლებში ახალი გემების დაშვების შესახებ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა
მედიის ცნობით, „მარცვლეულის შეთანხმების“ ფარგლებში ახალი გემების დაშვების შესახებ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ ფარგლებში ტექნიკური მოლაპარაკებების მონაწილეებმა უკრაინიდან მარცვლეულის გადასაზიდად ახალი გემების დაშვების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მოლაპარაკებები უკრაინას, რუსეთს, თურქეთსა და გაერო-ს შორის სტამბოლში მიმდინარეობდა.

„დღეს გაერთიანებულმა საერთაშორისო ცენტრმა ვერ მიაღწია შეთანხმებას ახალი გემების შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმებაში“ მონაწილეობის უფლებაზე. ორგანიზაცია აგრძელებს წარსულში ავტორიზებული გემების ყოველდღიური ინსპექტირების სამუშაოებს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, განაგრძონ დისკუსიები, გადალახონ ოპერატიული გამოწვევები და იმუშაონ ინიციატივის სრულად განხორციელებისა და გაძლიერების მიმართულებით“, – განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპიკერის მოადგილემ.

18 მარტს, „მარცვლეულის შეთანხმების“ ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე მისი გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა, მოსკოვის განცხადებით, სტანდარტული 120 დღის ნაცვლად, შეთანხმება 60 დღით გახანგრძლივდა. რუსეთის ოფიციალური პირებმა დასძინეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აღნიშნული შეთანხმებაც დაირღვევა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რამდენიმე კვირის წინ აღნიშნა, რომ შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმება“ ჩიხში შევიდა და ამაში დასავლეთი დაადანაშაულა.