მედიის ცნობით, ლონდონის პოლიციამ აქციაზე დააკავა 117 ადამიანი, რომლებსაც ბრიტანეთში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული Palestine Action-ის მხარდაჭერა ედებათ ბრალად
მედიის ცნობით, ლონდონის პოლიციამ აქციაზე დააკავა 117 ადამიანი, რომლებსაც ბრიტანეთში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული Palestine Action-ის მხარდაჭერა ედებათ ბრალად

ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციამ სააპელაციო სასამართლოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე 117 ადამიანი დააკავა.

მათ ტერორისტულად აღიარებული ორგანიზაციის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა ედებათ ბრალად.

საქმე ეხება ჯგუფ Palestine Action-ს, რომელიც ბრიტანეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.

დემონსტრაციის პარალელურად, სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, რომ ორგანიზაციის აკრძალვა კანონიერი იყო.

ბრიტანეთის ხელისუფლებამ Palestine Action-ი 2025 წლის ივლისში აკრძალა მას შემდეგ, რაც ამ ჯგუფის წევრებმა შეაღწიეს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე და სამხედრო თვითმფრინავები დააზიანეს. როგორც მედია წერს, აღნიშნული ჯგუფი ბრიტანეთის ხელისუფლებას ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჩადენილ ომის დანაშაულებში თანამონაწილეობაში ადანაშაულებს.