კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, უკრაინამ საპასუხო იერიში მიიტანა ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტზე, თუმცა არავინ დაშავებულა
კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, უკრაინამ საპასუხო იერიში მიიტანა ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტზე, თუმცა არავინ დაშავებულა

„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, ღამით კიევზე რუსეთის იერიშების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 130 რაკეტა და დრონი გაუშვა.

გავრცელებული ინფორმაციით, მათგან 92-ის განეიტრალება შეძლეს.

მედიის ინფორმაციით, რუსეთზე საპასუხო იერიში უკრაინამაც მიიტანა და ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტზე შეტევა განახორციელა. გავრცელებული ცნობით, არავინ დაშავებულა და თავდასხმას არც ელექტროენერგიის გათიშვა მოჰყოლია.

ცნობისთვის, წინა ღამით რუსეთის მიერ დრონებით თავდასხმას კიევში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩერნიგოვის რეგიონზე იერიშის შედეგად კი ოთხი ადამიანი დაიღუპა.