მედიის ცნობით, კარაკასში, ვენესუელის პრეზიდენტის სასახლესთან ღამით სროლის ხმა იყო
მედიის ცნობით, კარაკასში, ვენესუელის პრეზიდენტის სასახლესთან ღამით სროლის ხმა იყო

კარაკასში, ვენესუელის პრეზიდენტის სასახლის მახლობლად ღამით სროლის ხმა ისმოდა, – ამის შესახებ „სიენენი“ იტყობინება.

ვენესუელის კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სამინისტროში განაცხადეს, რომ პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა დრონებს, რომლებიც „ნებართვის გარეშე დაფრინავდნენ“.

„კონფრონტაცია არ მომხდარა და მთელი ქვეყანა სრულიად მშვიდია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა „სიენენს“ განუცხადა, რომ ყურადღებით აკვირდებიან ვენესუელაში მიმდინარე სიტუაციას, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-ს ამ სროლებთან კავშირი არ აქვს.