მედიის ცნობით, კანადის მთავრობა უკრაინას 20 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს
მედიის ცნობით, კანადის მთავრობა უკრაინას 20 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს

კანადის მთავრობა უკრაინას 20 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს. ინფორმაციას უკრაინული მედია კანადის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საბრძოლო მასალა კანადამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან დაახლოებით 98 მილიონ დოლარად შეიძინა. მათი გასროლა საარტილერიო ქვემეხებიდან, მათ შორის M777 ჰაუბიცებიდანაცაა შესაძლებელი, რომელიც ოფიციალურმა ოტავამ უკრაინას უკვე გაუგზავნა.

მედიის ცნობითვე, უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფა თავად კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა დაანონსა.