მედიის ცნობით, კამალა ჰარისმა დემოკრატი დელეგატების საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა პარტიის კანდიდატად ასარჩევად
მედიის ცნობით, კამალა ჰარისმა დემოკრატი დელეგატების საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა პარტიის კანდიდატად ასარჩევად

ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის დელეგატების საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა, რათა გახდეს პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი.

„სიბიეს ნიუსის“ ინფორმაციით, ჰარისს 1 976 დელეგატის მხარდაჭერა აქვს, რაც პირველი რაუნდის კენჭისყრისთვის საკმარისია.

როგორც კამალა ჰარისმა განაცხადა, ამაყია ასეთი ფართო მხარდაჭერის გამო.

დელეგატები არიან ადამიანები, რომლებიც არჩეულნი არიან თავიანთი საარჩევნო უბნის წარმომადგენლად დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კონვენციაზე. პირველი რაუნდის კენჭისყრა, სავარაუდოდ, 1-7 აგვისტოს გაიმართება.

კამალა ჰარისი კამპანიის პირველ დღეს ვილმინგტონში ჩავიდა, სადაც კამპანიის თანამშრომლებს შეხვდა და განაცხადა, რომ წინ მძიმე და დატვირთული 105 დღეა.

ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა მოხსნა და მხარდაჭერა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს გამოუცხადა. დემოკრატიული პარტიის კანდიდატს 19-დან 22 აგვისტომდე პერიოდში ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე აირჩევენ.