მედიის ცნობით, კაია კალასი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
მედიის ცნობით, კაია კალასი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან კონცენტრირებული იქნება პრემიერ-მინისტრის მოვალეობებზე“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ელიზაბეტ ვალდმანმა.

ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების გაგზავნა 26 მარტამდეა შესაძლებელი, საარჩევნო სია კი 7 აპრილს დამტკიცდება. ევროპარლამენტის არჩევნები მიმდინარე წლის 6-9 ივნისს გაიმართება.