მედიის ცნობით, კაჰრამანმარაშის რეგიონში მიწისძვრის შედეგად დანგრეულ შენობებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 131 ადამიანი დააკავეს
მედიის ცნობით, კაჰრამანმარაშის რეგიონში მიწისძვრის შედეგად დანგრეულ შენობებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 131 ადამიანი დააკავეს

კაჰრამანმარაშის რეგიონში მიწისძვრის შედეგად დანგრეულ შენობებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თურქმა სამართალდამცველებმა 131 ადამიანი დააკავეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, გამოძიება მშენებლობის ხარისხსა და ზონირების ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიებით 430 ეჭვმიტანილი გამოვლინდა, 127 ეჭვმიტანილზე სასამართლო კონტროლის ღონისძიებების გატარება გადაწყდა.