მედიის ცნობით, იტალიაში ტუნისელი მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა

09:56, 22.01.2024

იტალიის ქალაქ პიზაში ტუნისელი მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

გამომძიებლები აცხადებენ, რომ მათ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დააკავეს, თუმცა მკვლელობაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ქართველი იყო.

5 იანავრს პიზის ცენტრში 25 წლის ტუნისელი მამამკაცი დაჭრეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

როგორც იტალიური მედია იუწყება, დანარჩენი დაკავებულები უკვე – წინასწარი დაკავების იზოლატორში, ხოლო საქართველოს მოქალაქე შინაპატიმრობაშია.

ამავე საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 32 წლის მამაკაცია დაკავებული.

მსგავსი