მედიის ცნობით, იტალიამ ესპანეთთან შენგენის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩერა

20:34, 31.07.2026

იტალიამ ესპანეთთან შენგენის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩერა. გადაწყვეტილება სეუტაში მიგრანტების მასობრივ შესვლას უკავშირდება.

როგორც „როიტერი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ იტალიას ესპანეთთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს, გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს იმ ადამიანებზე, რომლებიც ორ ქვეყანას შორის თვითმფრინავით ან საზღვაო ტრანსპორტით მოგზაურობენ.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება საფრანგეთთანაც შეთანხმდა საფრანგეთ-იტალიის სახმელეთო საზღვარზე კონტროლის გამკაცრებაზე.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ესპანეთის ჩრდილოაფრიკულ ანკლავ სეუტაში მაროკოდან დაახლოებით 60 ათასი მიგრანტი შევიდა. სეუტაში მოხვედრის მცდელობისას დაღუპულთა რაოდენობა 57-მდე გაიზარდა. ესპანეთის მთავრობის განცხადებით, ამის საპასუხოდ, უსაფრთხოების მიზნით, ანკლავში ჯარის დამატებით ქვედანაყოფებს განალაგებენ.

მსგავსი