მედიის ცნობით, იტალია ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასული მგზავრებისთვის ხუთდღიანი კარანტინის დაწესებას გეგმავს
მედიის ცნობით, იტალია ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასული მგზავრებისთვის ხუთდღიანი კარანტინის დაწესებას გეგმავს

იტალია ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასული მგზავრებისთვის ხუთდღიანი კარანტინის დაწესებას გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობთ ავრცელებს.

მოგზაურებს ხუთდღიანი კარანტინის პერიოდის გავლის შემდგომ, ასევე ქვეყნიდან გასვლის წინ მოსთხოვენ კორონავირუსზე ტესტის გაკეთებასაც.

როგორც „ევრონიუსი“ აღნიშნავს, ანალოგიური ზომები ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის უკვე მოქმედებს იტალიაში.

ამასთან, სახმელეთო საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს გერმანიის ხელისუფლება. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა განაცხადა. მისი თქმით, შემოწმება გამკაცრდება ყველა საზღვარზე.